დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ვებგვერდი moxalise.ge შეიქმნა

გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ვებგვერდი moxalise.ge შეიქმნა. საიტი წარმოადგენს აქტიურ რუკას, სადაც მოხალისეებს შეუძლიათ, ნახონ დახმარების მსურველთა ლოკაცია. ასევე, რუკაზე დატანილია იმ ადამიანების მიახლოებითი ლოკაციებიც, რომლებსაც უკვე დაეხმარნენ ან მდებარეობის გარკვევა ვერ ხერხდება. ამასთან, ვებგვერდზე დაზარალებულ ადამიანს შეუძლია მოხალისეებისგან დახმარება ითხოვოს. 

"მოხალისეებმა შექმენით ტელეგრამი და შემოგვიერთდით ჯგუფში - @guria_sos , ამის შემდეგ მოიწერეთ სად, რომელ რაიონში აპირებთ მისვლას.

moxalise.ge საიტზე აირჩიეთ პირი რომელთანაც მიხვალთ და მოიწერეთ იმავე ტელეგრამ არხზე.

როგორ გამოიყენოთ moxalise.ge - რუკაზე მონიშნულია ის წერტილები, სადაც დახმარებაა საჭირო. მარცხენა მხარეს ნახავთ ლეგენდას - აქედან გაერკვევით მონიშნულებების მნიშვნელობაში. მარჯვენა მხარეს მდებარეობს ფილტრები, შეგიძლიათ, ლოკაციის მიხედვით გაფილტროთ ინფორმაცია

დახმარების პოსტს ვინც წერთ, გთხოვთ, რაიონის დაწერამდე გამოიყენოთ ჰეშთეგი # (მაგ. #ოზურგეთი) ან დააკომენტარეთ Nakaidze Nini-ს პოსტების ქვეშ, თითო რაიონს ცალკე პოსტი აქვს. ინფორმაცია უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და კარგად აღწერილი: (ადგილმდებარეობა/სახელი/ტელეფონი/Google Maps-ის ლინკი/აღწერა).

ასევე ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს და ითხოვს ფინანსურ დახმარებას, რაშიც ვერ ვეხმარებით.

გთხოვთ მონიშნოთ ფონდები, სადაც ამ ადამიანებს გადავამისამართებთ" - წერს Facebook-ჯგუფის მოხალისეები გურიისთვის ადმინისტრატორი, ლინა მხითარიანი სოციალურ ქსელში. 

 

კომენტარები