დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

იმერეთის მხარე: მწყემსების, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები დავადგინეთ

იმერეთის მხარე

იმერეთის მხარის ცნობით, მწყემსების ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები დადგინდა. ამჟამად, მიმდინარეობს მესამე პირის, მერაბ კოჩაძის ადგილმდებარეობის დადგენის სამუშაოები.

"სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა.

ამჟამად, მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა. სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა. მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.

უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან". - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდართან 2 მწყემსს რამდენიმე დღეა ეძებენ, დიდთოვლობის გამო მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის გამგეობამ აღნიშნულის შესახებ იცის, მოქალაქემ ტვ პირველის ჟურნალისტს უთხრა, რომ "გუშინ ვერტმფრენი მოითხოვეს, არ არისო. ახლა, როგორც ვიცი, დრონით მოდიან".

კომენტარები