ალტ-ინფო

ალტ-ინფოს პარტია საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა

პუტინისტური მოძრაობა ალტინფოს პარტია საჯარო რეესტრმა "კონსერვატორები საქართველოსთვის" სახელით დაარეგისტრირა - გადაწყვეტილება რეესტრმა 22 აპრილს მიიღო.

იქამდე რეესტრმა მოძრაობა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია ორჯერ შეუჩერა. რეესტრმა პარტიას კონსერვატორები საქართველოსთვის რეგისტრაციის მიზნით შეტანილი დოკუმენტები 8 აპრილს დაუხარვეზა - გადაწყვეტილება ასახულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზეც. 

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული მოძრაობის ალტ-ინფოს  პარტია (იმდროინდელი დასახელებით) კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს რეგისტრაცია გასული წლის 8 აპრილს გააუქმა. 

იმ დროს ალტ-ინფო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. 

კომენტარები