ალტ-ინფო

მახარაძე: ლევან ჩაჩუამ გვაჩუქა თავისი პარტია, რეგისტრაცია გავლილი აქვს

პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა მახარაძემ ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ პარტია აჩუქეს, რომელიც უკვე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია.

"ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. უღრმესი მადლობა მათ ქმედებისთვის. ამ პარტიას წინა არჩევნებზე მონაწილეობა აქვს მიღებული, ამიტომ რეგისტრაციაც გავლილია, არაფერიც არ იქნება". - თქვა მახარაძემ.

ქართული ოცნების ოფისთან ქოც-ორკები აქციას მართავენ. ამის მიზეზი კი, საჯარო რეესტრის მიერ ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაციის გაუქმება გახდა.

კომენტარები