ალტ-ინფო

საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია გაუუქმა

საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული მოძრაობის ალტ-ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს რეგისტრაცია გააუქმა. გადაწყვეტილება ასახულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე.

4 აპრილს პუტინისტური მოძრაობის ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ალტ-ინფომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები