ალტ-ინფო

ჯაფარიძე ალტ-ინფოზე: ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს

ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ.

ცხადზე ცხადია, რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს.

ამაში სასიხარულო არაფერია, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები. მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას. და ის, რომ ალტ-ინფოს ლიდერები ციხეში უნდა იჯდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია.

წერს Facebook-ზე გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. 8 აპრილს საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული მოძრაობა ალტ-ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს რეგისტრაცია გააუქმა.

კომენტარები