ევროკავშირის სანქციები რუსეთს

EU-ს სანქციების შემდეგ რუსულმა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა

რუსეთს წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან სანქციების 21-ე პაკეტის მიღების შემდეგ რუსულმა საგადასახადო და ფინანსური სერვისების სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ-არხებსა და მედიაში ვრცელდება.

როგორც რუსული ტელეკომპანია Дождь წერს, მომხმარებლები აცხადებენ, რომ სერვისის მეშვეობით საქართველოში ფულის გადარიცხვას ვეღარ ახერხებენ. ხოლო Код Дурова წერს, რომ საქართველო აღარ ფიგურირებს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც ფულადი გადარიცხვის სერვისით სარგებლობა შეიძლება. გამოცემის მიხედვით, საქართველო გადარიცხვების მხრივ მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.

Zolotaya Korona გუნდმა RBC-ს განუცხადა, რომ "ამჟამად გარკვეული სატრანსფერო მიმართულებები ხელმისაწვდომი არ არის". ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადარიცხვები შეჩერებულია ყაზახეთშიც.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი 23 ივლისს, თითქმის ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიიღო. 21-ე პაკეტის ფარგლებში ტრანზაქციების აკრძალვის სიაში 32 რუსული ბანკი, კრიპტოფირმები და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებიც დაემატა. 

კომენტარები