ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის მოწოდებას პუტინისადმი, რომ ომის შეჩერების დრო დადგა. ეს არის რეალისტური, დროული და გონივრული მოწოდება.
უკრაინამ [რუსეთს] ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ ომის შეჩერება და დიპლომატიურ პროცესზე გადასვლა შესთავაზა, თუმცა კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ ნათელ გზას კვლავ უარყოფს. პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის წინადადებაც.
შედეგი ნათელია: მოსკოვმა უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა იგრძნოს მანამ, სანამ მშვიდობის შესახებ რეალისტურ წინადადებებს დათანხმდება.




