ავარია

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა

IPN

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 14 ადამიანი.

სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტში ტურისტები იმყოფებოდნენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები