ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

Spiegel: გერმანიის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

გერმანული გამოცემა Spiegel წერს, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მხარს უჭერს და საკითხს, სავარაუდოდ, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავს. 

Spiegel-ის მიხედვით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი ცდილობს, ამ საკითხზე კოლეგების მხარდაჭერა მოიპოვოს. როგორც გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საუბარია მხოლოდ ინდივიდუალურ სანქციებზე, რათა ზომები მთლიანად მოსახლეობაზე არ აისახოს. 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური სანქციების დაწესება 

"SPIEGEL-ის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ევროკავშირის შესაძლო სანქციების გამკაცრებაზე მუშაობს. შესაბამისი ინიციატივა, სავარაუდოდ, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი, ამ საკითხზე ევროკავშირის დონეზე კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

[...]

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, სანქციების შესაძლო დაწესებაზე უკვე ისაუბრა. ამ ინიციატივის მიღებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრული კონსენსუსი იქნება საჭირო, თუმცა არსებობს რისკი, რომ უნგრეთის მთავრობამ ინიციატივა კვლავ დაბლოკოს.

დიპლომატიური წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში, "მსურველთა" კოალიციის ჩამოყალიბება დაიგეგმება. საუბარია მხოლოდ ე.წ. ინდივიდუალურ სანქციებზე, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს შეეხება. მაგალითად, სავიზო შეზღუდვები "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენლებისთვის. მიზანია, რომ სანქციები მოსახლეობაზე არ აისახოს". - წერს გამოცემა. 

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20 პირს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. 


საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებს. სპეცრაზმმა ძალადობრივად შლის დემონსტრანტებს. დაშავებულია არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს ასეულობით მომიტინგე. 

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".

რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა. 

კომენტარები