დავით კეზერაშვილის საქმე

ФСБ-ს მტკიცებით, კეზერაშვილთან დაკავშირებული ე.წ. ქოლცენტრების სქემა გახსნილია

დავით კეზერაშვილი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) საერთაშორისო თაღლითური ქოლცენტრების ქსელის მუშაობის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების თქმით, საუბარია ცენტრებზე, რომლებიც "საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და კომპანია Milton Group-ის დამფუძნებელთან, დავით კეზერაშვილთან არის კავშირში, რომელიც ამჟამად ლონდონში იმალება".

ФСБ-ს ცნობით, ე.წ. ქოლცენტრები საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის ნაწილია, რომელიც ინვესტიციური გარიგებების სახით მასშტაბურ თაღლითობას ახორციელებდა. უწყება აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი სქემის მსხვერპლი 100 000-ნდე ადამიანი გახდა 50 ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ე.წ. ქოლცენტრების 11 ხელმძღვანელისა და თანამშრომლის წინააღმდეგ.


პარალელურად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, სასამართლო დავის შედეგად გამოცემა BBC-მ თავისი პლატფორმებიდან ყველა მასალა გაიხმო, რომელშიც კეზერაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები იყო მოცემული. 

როგორც კეზერაშვილი წერს, ეს ფაქტობრივად ადასტურებს, "რომ გამოთქმულ ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას" მის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ტელეკომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ მასზე "ცილისმწამებლურ ინფორმაციას" მომავალშიც არ გაავრცელებს.

კომენტარები