თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს სამინისტროს სასარგებლოდ €5 060 000-ის ანაზღაურება დააკისრა. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას, მის მიმართ სააპელაციომ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოიტანა - თავდაცვის სამინისტრომ ნინუას 5 000 ლარი უნდა გადაუხადოს.
Äდავით კეზერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24:03:22 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე, მესამე პუნქტების შეცვლის საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიღებული ზიანის ანაზღაურება 5 060 000 ევროს ეკვივალენტით ლარის ოდენობით. ალექსანდრე ნინუას მიმართ სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს დაეკისროს ბაჟის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით. დავით კეზერაშვილის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა ალექსანდრე ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში. გადაწყვეტილება შეიძლება, 21 დღის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით“, – განაცხადა მოსამართლემ.
თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2021 წლის სექტემბერში შეიტანა. მათ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ.
გამოძიების ცნობით, საქმე ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღიათ.