დავით კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილის ოჯახის წევრის სახლიდან რამდენიმე ათეული იარაღი ამოვიღეთ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის კადრებს ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩხრეკისას სახლში მოთავსებული სამალავიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული იარაღები ამოიღეს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული, ამაღლების ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე.

აღნიშნულ მისამართზე ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები