დავით კეზერაშვილის საქმე

კობახიძე კეზერაშვილის განაჩენზე: ტელევიზიის ფლობა ინდულგენცია ვერ იქნება

ყველამ იცის, დავით კეზერაშვილი ვინ არის. რითი აქვს მას ფული ნაშოვნი - ეს იყო ბიზნესის რეკეტი. ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ უკვე კერძო სტრუქტურიდან ძარცვავდა ბიზნესს საქართველოში. ასევე, მან ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე მილიონები იშოვა. და მესამე, დღეს უკვე ის ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა აქვს უზრუნველყოფილი.

ასეთ კაცზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მისი ფული არის სისხლიანი ფული. ეს არის ძარცვითა და რეკეტით ნაშოვნი ფული. როდესაც მას 5 მილიონი ევროს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება უწევს, ეს არის ის მინიმალური სასჯელი, რომელიც, შეიძლება, მას ყველა იმ უბედურებისთვის დაეკისროს, რაც ამ ადამიანმა თავის დროზე ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის ინდულგენცია ვერ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს თავის ტელევიზიას შექმნის. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს სამინისტროს სასარგებლოდ €5 060 000-ის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები