საქართველოს მთავრობა

პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა - წინააღმდეგი არავინ იყო.

მთავრობას ისევ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შემდეგია: 

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
  • კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;
  • თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
  • იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი. 

საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბა. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისათვის რეგისტრაცია გაიარა 89 წევრმა. ყველა დეპუტატი ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო.

სხდომას ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო

კომენტარები