საქართველოს მთავრობა

ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერმინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო" – ამბობს ანრი ოხანაშვილი მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ის ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინა. 

"ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, როგორც აქამდე განვაგრძოთ, განვამტკიცოთ, ინსტიტუციურად კიდევ უფრო გავძლიერდეთ და რაც მთავარია, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე" – თქვა ოხანაშვილმა. 

ოხანაშვილის თქმით, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია იქნება, მოადგილეები კი გელა გელაძე და ლევან ხარანაული.

ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილის 6 წლის ვადით არჩევას მხარი 5 აპრილს დაუჭირეს. მისი კანდიდატურის მომხრე ივანიშვილის 79 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი არცერთი.

2 აპრილს ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს ნიშნავს. აქამდე, ოხანაშვილი ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი იყო. 

გრიგოლ ლილუაშვილი კი, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, რეგიონული განვითარების მინისტრი გახდება.

კომენტარები