ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილის 6 წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირეს. მისი კანდიდატურის მომხრე ივანიშვილის 79 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი არცერთი.
2 აპრილს ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს ნიშნავს. აქამდე, ოხანაშვილი ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი იყო.
გრიგოლ ლილუაშვილი კი, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, რეგიონული განვითარების მინისტრი გახდება.