ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის უფროსი ივანიშვილის დეპუტატი ირაკლი ბერაია იქნება.
ცნობისთვის, 2025 წლის 13 იანვარს ბერაია ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ დანიშნა.
2 აპრილს სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.
მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ასევე უცნობია, სად გააგრძელებს რამიშვილი საქმიანობას.
ასევე 2 აპრილს ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსად დანიშნა. ოხანაშვილის ყოფილ თანამდებობას კი პაატა სალია დაიკავებს.