რუსეთი-საქართველო

ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან – ლავროვი

РИА Новости / Пресс-служба МИД РФ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, თბილისთან კონტაქტს ინარჩუნებენ და აქ მომუშავე რუს დიპლომატებს საჭიროებისამებრ შეუძლიათ, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროები შესაბამის წარმომადგენლებთან პირდაპირ განიხილონ.

ამის შესახებ მან სტამბულში 3+3 ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეხვედრას რუსეთის, ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. იქ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ჩვენი ინტერესების სექცია გვაქვს. იქ ჩვენი დიპლომატები მუშაობენ, რომლებსაც, საჭიროების მიხედვით, შეუძლიათ, მიმდინარე საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმისა და ხალხებს შორის კონტაქტის სფეროში საქართველოს შესაბამის ხელისუფლებასთან პირდაპირ განიხილონ“. - თქვა ლავროვმა.


2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე .. 3+3 ფორმატის შექმნის იდეაეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

პირველი შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სხდომა შესაძლოა თურქეთში ჩატარებულიყო. რუსულ მედიასთან ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თქვა, რომ 3+3-ის მომდევნო შეხვედრის ჩატარებას თურქეთში ელოდნენ და იმედოვნებდნენ საქართველოს მხარის ჩართვასაც.

კომენტარები