რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გააღრმაოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რაც, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.
"გაგებით ვეკიდებით თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან კარნახი და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობები თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააგოს. მზად ვართ გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამას სუფთა გულითა და ღია სულით ვაკეთებთ" - თქვა მან.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი "ღიაა თბილისთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის" ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
"თბილისმა მტკიცე და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფის სასარგებლოდ, და მე დავამატებდი - საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდაც" - განაცხადა დიპლომატმა.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)