დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF-მა ჰასან ნასრალას სიკვდილი დაადასტურა

ჰასან ნასრალა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულია. ინფორმაციას X-ზე IDF-ის საერთაშორისო პრესსპიკერი, ნადავ შოშანი ავრცელებს. 

ნასრალას ლიკვიდაციას X-ზე ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალებიც. 

"ჰასან ნასრალა ვეღარასდროს შეძლებს მსოფლიოს ტერორიზებას". - წერს IDF. 

გუშინ, 27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.

როგორც შემდგომში გაირკვა, ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.

კომენტარები