ჰეზბოლას ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაახლოებულმა პირმა გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ ბეირუთში ისრაელის მიერ ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შემდეგ, დაჯგუფების წევრები ჰეზბოლას უფროს ლიდერებს ვერ უკავშირდებიან.
ისრაელის დარტყმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჰეზბოლას ჯერ კიდევ არ გაუვრცელებია განცხადება, მათი ლიდერის, ჰასან ნასრალას ვითარების შესახებ.
27 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.
გამოცემა Axios-ის ისრაელურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.





