დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

აბუ-დაბისა და დუბაის აეროპორტებში ირანის იერიშების შედეგად 11 პირი დაშავდა, ერთი დაიღუპა

X

აშშ-ისრაელის ერთობლივი საჰაერო იერიშების შემდეგ ირანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, მათ შორის, არაბული სახელმწიფოების, წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით იერიშებს განაგრძობს, რის შედეგადაც დუბაისა და აბუ-დაბის აეროპორტებში ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. 

აბუ-დაბიში ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მოიგერიეს ირანული დრონი, რომლის სამიზნეც აბუ-დაბის ზაიედის საერთაშორისო აეროპორტი იყო. გავრცელებული განცხადების მიხედვით, დრონის განეიტრალების შემდეგ "ჩამოვარდნილ ნამსხვრევებს" ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ შვიდი კი დაშავდა. 

ამას გარდა, ირანის იერიშების შედეგად დაზიანდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც, რა ინციდენტის დროსაც აეროპორტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა. 

სოციალურ მედიაში ვრცელდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაღებული კადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს დუბაის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანული დრონებისა და რაკეტების მოგერიებას:

რეგიონში კონფლიქტის განახლების გამო გაუქმდა ათასობით რეისი, რაც კოვიდპანდემიის შემდეგ გლობალური მოგზაურობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ შეფერხებას წარმოადგენს. 

კომენტარები