თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარამ 9 მარტს ჩრდილოეთ კვიპროსში ექვსი F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაგზავნა, რათა ირანთან ომის ფონზე კუნძულზე მცხოვრები თურქული თემის უსაფრთხოება გაძლიერდეს.
სამინისტროს განცხადებით, თურქეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ზომებიც მიიღოს.
"ჩვენს რეგიონში ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე, ექვსი F-16 გამანადგურებელი და საჰაერო თავდაცვის სისტემები დღეს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში განვალაგეთ." განაცხადა თურქულმა მხარემ.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კვიპროსი 1974 წლიდან არსებული სეპარატისტული რეგიონია, რომლის დამოუკიდებლობაც მხოლოდ თურქეთს აქვს აღიარებული. საერთაშორისოდ, ეს რეგიონი კვიპროსის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიად ითვლება. ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით თურქეთზეა დამოკიდებული.





