ჰასან ნასრალას მკვლელობა

Axios: ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო

ჰასან ნასრალა
Al-Manar/AFP

გამოცემა Axios-ის ისრაელურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო. გამოცემის მიხედვით, ამ დროისთვის ისრაელის არმია ამოწმებს, მოყვა თუ არა ნასრალა ისრაელის მიერ მიტანილ იერიშში.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.

კომენტარები