ქართული ქარტია

ბოკერია: ევროპული საქართველო მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას

ევროპული საქართველო მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას. მთავარი გზავნილია შეთანხმება შინაარსზე, დემონსტრირება იმისა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ მუშაობა ქვეყნისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ და არა საზიანო და ივანიშვილის პროპაგანდისთვის სასარგებლო საუბარი ერთ სიაზე, ყველას ერთ ყულაბაში ჩაყრაზე და არჩევანის შეზღუდვაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქარტიას ხელს აწერენ ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელიახალიევროპული საქართველოლელოგირჩი - მეტი თავისუფლებადროა და ფრაქცია ევროოპტიმისტები.

კომენტარები