ქართული ქარტია

ხოშტარია ზურაბიშვილის განცხადებაზე: მინდა გამოვხატო სრული მხარდაჭერა ქართული ქარტიის მიმართ

კოალიცია ცვლილებების სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება ქართული ქარტიის მიმართ.

პირველი, რაც მინდა ვთქვა, ნდობა და სიტყვის ერთგულება არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და რომელიც არის საფუძველი ნებისმიერი, არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესის, არამედ ზოგადად სამართლიანი, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისა, ამიტომ ჩვენ ვრჩებით, ამ შემთხვევაში, ჩვენი სიტყვის ერთგული.

გარდა ამისა, ქარტიის შინაარსი ძალიან მკაფიოდ პასუხებს იმ ისტორიულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც იმყოფება ქართული საზოგადოება და მათ შორის პოლიტიკური სპექტრი და ჩვენ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუყურებთ.

პირველი, ქარტია შეგვიყვანს ჩვენ ევროპაში, დაგვაბრუნებს ევროპის გზაზე და და გაგვხდის იმ მშვიდობის და განვითარების სივრცის ნაწილად, რომელსაც საქართველო იმსახურებს. მეორე, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ქარტიაში აღნიშნული ხელისუფლების ფორმულირების პრინციპებს, ეს არის არაპარტიული პრემიერმინისტრი, დროებითი, კონკრეტული მანდატით და ამოცანებით, ევროპასთან შეთანხმებული მათ შორის, შეზღუდული, დროებითი მმართველობა და ეს არის ძალაუფლების კონტროლი, მათ შორის ძლიერი სასამართლოს მხრიდან. 

შემდეგი ეს არის სამართლიანი არჩევნები, რომლის მომზადებაც იქნება მთავარი ამოცანა ჩვენი კოალიციური მმართველობის და რომელიც დაუბრუნებს ჩვენ საზოგადოებას ფუნდამენტურ უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბოლოს ეს არის რუსული კანონის და ყველა იმ რუსული კანონების, რუსული რეპრესიული ინსტიტუტების და ინსტრუმენტების გაუქმება, რომელიც ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ.

სწორედ ამ პრინციპული პოზიციების და შინაარსის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ, რომ არა თუ ვაპირებთ დავემორჩილოთ, არამედ ეს არის ჩვენი განმსაზღვრელი პოლიტიკური გზა და ჩვენ ამაზე გვექნება ძალიან ბევრი კონკრეტული ინიციატივა.

თქვა პარტია დროას ლიდერმა და კოალიაცია ცვლილებისთვის წევრმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე. გუშინ 5 აგვისტოს პრეზიდენტმა მის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიაზე ისაუბრა.

კომენტარები