საქართველოს მთავრობა

კულტურასა და სპორტში მოღვაწე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტები გაიცემა

მეტრონომი

კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ ქართუსთან თანამშრომლობით, კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტებს გასცემს. ამის შესახებ 18 მარტით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. 

დოკუმენტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ ქართუს შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. მთავრობის განკარგულებით, სამინისტროს თანხმობა მიეცა, რომ შესაბამისი ბენეფიციარებისთვის გრანტები გასცეს. 

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის განკარგულება პრემიერის ხელმოწერისთანავე ძალაში შევიდა და მისი მოქმედება მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გრძელდება.

კომენტარები