თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ს ვებსაიტზე კიბერთავდასხმა მოხდა

დიმიტრი შევარდნაძე/გიორგი ბალახაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ვებსაიტზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია ტაბულას თსუ-ს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

დღეს, 26 თებერვალს, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს საგნები უნდა აერჩიათ, მაგრამ მათ ნაწილს თავდასხმის გამო პრობლემები შეექმნა. 

ტაბულასთან საუბრისას თსუ-ს პრესსამსახურმა თქვა, რომ კიბერთავდასხმის გამო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის საგნების არჩევა ერთი დღით, 27 თებერვალს, გადაიწევს. იმ სტუდენტებს, რომლებმაც საგნები დღეს უკვე აირჩიეს, ხვალ თავიდან არჩევა მოუწევთ.

პრესსამსახურის თქმით, ფაკულტეტების უმეტესი ნაწილი ჩვეულ ფუნქციონირებას აგრძელებს.

კომენტარები