საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავებაზე

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შესახებ.

"ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება". - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ მნიშნელოვანია მომავალმა პრემიერმა დროულად ჩამოაყალიბოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა.

"ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცეში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში". - თქვა ღარიბაშვილმა.

29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს.

კომენტარები