გამოსახლება

ოდიშარია გამოსახლებაზე: მძიმე სურათიდან გამომდინარე, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობას

ქართულმა ოცნებამ შემოიტანა სასამართლოს კომპონენტი, რეფორმირდა ეს პროცესი და გახდა უფრო ჰუმანური. თუმცა, პროცესიდან გამომდინარე, იმ მძიმე სურათიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, როგორც ჩანს საკმარისი არ არის. რაც საჭიროა, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობას და რეგულაციებს ამ პროცესთან მიმართებაში. 

ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხზე. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით. 

23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან უწყებამ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა. 

კომენტარები