თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობიდან გამოსახლებული მოქალაქეების ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ გუშინ მათი გამოსახლების პროცესი დაიწყო, მათ მეზობლებს ბინებში შენახული ფული აღარ დახვდათ.
"კარი გატეხეს და შევიდნენ, ჩემს მეზობელს ჰქონდა 40 ლარი და ხურდები კიდევ, აიღო ეს პოლიციამ და გამოიტანა იქიდან, რა უნდა ველაპარაკო იმ პოლიციას, მოპარვაა ეს ყველაფერი აბა რა არის". - უთხრა TV პირველის ჟურნალისტს მოქალაქემ.
სხვა გამოსახლებულის ინფორმაციით, მის მეზობელს, რომელიც ნივთების ჩასალაგებლად მოგვიანებით ბინაში შეუშვეს, სესხის დასაფარად შენახული 565 ლარის ოდენობის თანხა ადგილზე აღარ დახვდა.
"მეზობელს კრედიტი ჰქონდა გამოტანილი, იმიტომ, რომ სახლი მაგ ფულით ააშენა, მაგიდის ქვეშ მაქვსო იძახდა, უნდა ჩაერიცხა სესხში და ისიც მოპარეს - 565 ლარი. ტელევიზორი სადაც მაქვს იქ მედო და როცა ცოლი შეუშვეს ნივთების ჩასალაგებლად, ის ფული არ იყო.
კრედიტი უნდა დაეფარათ მაგით. პატრონი აღარ გვყავს, კალაძეს ბატონობითაც კი აღარ მივმართავ, ეგ არ არის თბილისის მერობის ღირსი და არც იმის, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს". - თქვა მოქალაქემ.






