საქართველოს მთავრობა

მთავრობა: არქიმანდრიტმა ეფრემმა პრემიერი ათონის მთაზე მიიწვია

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერმინისტრი ათონის მთაზე მიიწვია.

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები