სტიქია რაჭაში

კოლომინა შოვზე: გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს NATO-სგან

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წამომადგენელი, ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა. 

"ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს NATO-სგან. ფიქრებით მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვართ". - წერს კოლომინა Twitter-ზე. 

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები