შოვის სტიქიიდან 39-ე დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი" - აცხადებს შსს.
რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. ნაპოვნია 32 ადამიანის ცხედარი, ეძებენ კიდევ 1 არასრულწლოვანს.