დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში 24 აგვისტოს ნაპოვნი ბავშვის ცხედარი 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ეკუთვნის. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. ბავშვის დედა და ბებიაც შოვის სტიქიას ემსხვერპლნენ - ისინი 2 კვირის წინ დაკრძალეს.
ამ დრომდე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ყველა მათგანის ვინაობა ცნობილია. სტიქიის ზონაში მაშველები კიდევ 2 არასრულწლოვანს ეძებენ.
რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.