NATO-შვედეთი

უნგრეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება, შესაძლოა, შემოდგომაზე მოახდინოს

Akos Stiller/Bloomberg

უნგრეთის მმართველი პარტიის, ფიდესის დეპუტატმა თქვა, რომ უნგრეთის პარლამენტში შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე შესაძლოა შემოდგომაზე იმსჯელონ. 

უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯომარემ, ჟოლტ ნემეტმა თქვა, რომ შვედეთის საკითხის განსახილველად საგანგებო სესია არ ჩაინიშნება და პარლამენტი საკითხს შემოდგომის სესიისაზე განიხილავს. მისი თქმით, სესიის შემოდგომამდე ჩანიშვნა არაა საჭირო, რადგან თურქეთის პარლამენტიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვას ოქტომბერში აპირებს.

შვედეთის NATO-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთი და უნგრეთი ბოლო ბარიერებს წარმოადგენდნენ. 11-12 ივლისს NATO-ს ვილნიუსის სამიტზე იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ თურქეთი შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა. 

კომენტარები