NATO-შვედეთი

შვედეთი: ველოდებით თურქეთის მხრიდან ჩვენი NATO-ში გაწევრიანების აპლიკაციის რატიფიკაციას

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File photo

7 სექტემბერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა კონფერენციაზე თქვა, რომ თურქეთის მხრიდან მათი NATO-ში გაწევრიანების აპლიკაციის განხილვას და მის რატიფიკაციას უახლოეს მომავალში ელოდებიან. ტობიას ბილსტრომი რიგაში ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების მინისტერიალზე იმყოფებოდა. 

შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების აპლიკაცია 2022 წელს შეავსო, რომელზეც ოფიციალური თანხმობა ალიანსის ყველა წევრისგან მიიღო გარდა თურქეთის და უნგრეთისა. 

თურქეთის პარლამენტი საპარლამენტო მუშაობას ოქტომბრიდან აგრძელებს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 13 ივლისს თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი შვედეთის ალიანსში მიღების საკითხზე ოქტომბრამდე, შემოდგომის სესიის დაწყებამდე არ იმსჯელებდა. 

კომენტარები