NATO-შვედეთი

ორბანი: უნგრეთს არ ეჩქარება შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა

ვიქტორ ორბანი
EPA

25 სექტემბერს უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ უნგრეთს არ ეჩქარება შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა

ორბანი და უნგრეთის მთავრობა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირების გადადებას აპირებს. უნგრეთის პარლამენტს შვედეთის NATO-ში რატიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტები 2022 წლის ივლისში გადაეგზავნა. 

"მაინტერესებს, რამე სასწრაფო მდგომარეობაა რატომაც უნდა დავაჩქაროთ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განხილვა? ასეთ გარემოებებს ვერ ვხედავ" - თქვა ვიქტორ ორბანმა. 

კომენტარები