NATO-შვედეთი

ორბანი: სტოლტენბერგს NATO-ში შვედეთის გაწევრიანებაზე უნგრეთის მხარდაჭერა დავუდასტურე

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას NATO-ში შვედეთის გაწევრიანებაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ორბანის თქმით, იგი ასევე მოუწოდებს უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას, ხელი მოაწეროს NATO-ში შვედეთის მიღების პროტოკოლს.

""მე ხელახლა დავუდასტურე (რედ. იენს სტოლტენბერგს), რომ უნგრეთის მთავრობა NATO-ში შვედეთის წევრობას ემხრობა. მე ასევე ხაზი გავუსვი, რომ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის მიმართ შვედეთის მიღების საკითხზე კენჭისყრის გამართვისკენ მოწოდებებს გავაგრძელებთ, რათა რატიფიკაცია პირველივე შესაძლებლობით დასრულდეს". - წერს ორბანი X-ზე.

მანამდე, ორბანმა შვედი კოლეგა ულფ კრისტენსონი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მიზნით ბუდაპეშტში მიიწვია. ხოლო დღეს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლი დაამტკიცა, რის შემდეგაც, NATO-ში გაწევრიანების გზაზე შვედეთის დაბრკოლებად მხოლოდ უნგრეთი რჩება.

კომენტარები