ყოველი ძალადობა არის სრულად მიუღებელი. როცა ქვეყანას გააჩნია ევროპული წარსული, გააჩნია თავისი უძველესი ტრადიცია ტოლერანტობის და ევროპული მომავალი, რისიც გვჯერა და ამაში ვერავინ ვერ შეიტანს ეჭვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენთვის არის გლობალურად უკადრისი საქციელი, არ შეიძლება რომ ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს. არ შეიძლება ეს აუტანლობა ერთი მეორის, არ შეიძლება, რომ ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა - ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ გაუმართლებელი, ზოგჯერ უხეში, მაგრამ მოსმენა ყოველთვის შეიძლება, ან გატარება - გაატარე, თუ ვერ მოისმენ. ეს არის ნამდვილი გამოწვევა, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ. საქართველოს კულტურა იყო ზრდილობა და უნდა იყოს. ჩვენ ამითო მოვედით აქამდე, რომ შეგვეძლო ზრდილობა, თუნდაც მტერთან, როდესაც ის იყო ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ძალა, ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის.
სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი: ძალადობა სრულად მიუღებელია, არ შეიძლება ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს
tbl.ge/6ff2
დაკოპირდა

ამბობს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




