პრიგოჟინის ამბოხება

ვაგნერი: ვერც ФСБ და ვერც სუროვიკინი ვერ შეაჩერებენ დაწყებულს – ტრიბუნალი აუცილებლად იქნება

ვაგნერის ჯგუფი

დაჯგუფება ვაგნერი ФСБ-ს და სუროვიკინის მოწოდებებს ეხმაურება. ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ვაგნერელები ყველაზე პერსპექტიული პოლიტიკოსის ერთგულები რჩებიან და მის ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებენ.

"ვერც ФСБ და ვერც სუროვიკინი ვერ შეაჩერებენ დაწყებულს".- წერენ ისინი.

"ვაგნერის მეთაურები რჩებიან ყველაზე პერსპექტიული პოლიტიკოსის ერთგულები და შეასრულებენ მის ნებისმიერ ბრძანებას. ვერც ФСБ და ვერც სუროვიკინი ვერ შეაჩერებენ დაწყებულს. სამართლიანობის მარში დაჯგუფება ვაგნერი არის გერასიმოვისა და შოიგუს კარმული სასჯელი. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ სამართლიანობამ შეიძლება გაიმარჯვოს.

მზად არიან შოიგუ და გერასიმოვი? ყველა გენერალმა, რომელმაც ხელების კანკალით მიმართა ვაგნერს შეჩერების მოწოდებით, რეალურად მოაწერა ხელი საკუთარ განაჩენს. ტრიბუნალი აუცილებლად იქნება. სუროვიკინი აგებს პასუხს ხერსონის დათმობაზე".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალმა და რუსეთის ძალების გაერთიანებული ჯგუფის ყოფილმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მტერი ახლა შიდაპოლიტიკური ვითარების გაუარესებას ელოდება. ამასთან , ФСБ-მაც მოუწოდა ვაგნერის მებრძოლეებს, არ დაემორჩილონ პრიგოჟინის ბრძანებებს და დააკავონ იგი.

პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსული ძალები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ, რუსეთის უარყოფს ბრალდებებს. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კი აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა. დანაშაული 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

23 ივნისს დილით პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს და უწყებას "პრეზიდენტის მოტყუებაში" ბრალს დებდა. პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "სისხლით ბანაობენ", უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ და რუსეთის არმიაში "არავითარი კონტროლი" არ არსებობს. 

ამავე დღეს, მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაწერა განცხადება საგამოძიებო კომიტეტში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირები

კომენტარები