პრიგოჟინის ამბოხება

პესკოვი: პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინთან დაკავშირებით, ვიღებთ აუცილებელ ზომებს

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია ვაგნერის მფლობელთან, პრიგოჟინთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. 

"პუტინი ინფორმირებულია ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, ვიღებთ ყველა აუცილებელ ზომას". - ამბობს პესკოვი. 

პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსული ძალები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ. 

რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა

"სარაკეტო შეტევა ვაგნერის ბანაკებზე განხორციელდა. მსხვერპლი ბევრია. თვითმხილველი მებრძოლების თქმით, დარტყმა უკნიდან მოიტანეს, ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებმა მოიტანეს". - თქვა პრიგოჟინმა. 

23 ივნისს დილით პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს და უწყებას "პრეზიდენტის მოტყუებაში" ბრალს დებდა. პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "სისხლით ბანაობენ", უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ და რუსეთის არმიაში "არავითარი კონტროლი" არ არსებობს. 

ამავე დღეს, მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაწერა განცხადება საგამოძიებო კომიტეტში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებით, რადგან ისინი "რუსი ხალხის გენოციდზე არიან პასუხისმგებელი".

კომენტარები