პრიგოჟინის ამბოხება

ФСБ ვაგნერელებისგან პრიგოჟინის დაკავებას ითხოვს

ევგენი პრიგოჟინი

ФСБ ვაგნერის მებრძოლებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ პრიგოჟინის ბრძანებებს და დააკავონ იგი.

"მოვუწოდებთ ვაგნერის მებრძოლებს, არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომა, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება რუსი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ პრიგოჟინის კრიმინალური და მოღალატეობრივი ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად". - აცხადებენ ФСБ -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში.


პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსული ძალები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ, რუსეთის უარყოფს ბრალდებებს. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კი აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა

23 ივნისს დილით პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს და უწყებას "პრეზიდენტის მოტყუებაში" ბრალს დებდა. პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "სისხლით ბანაობენ", უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ და რუსეთის არმიაში "არავითარი კონტროლი" არ არსებობს. 

ამავე დღეს, მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაწერა განცხადება საგამოძიებო კომიტეტში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებით, რადგან ისინი "რუსი ხალხის გენოციდზე არიან პასუხისმგებელი".

კომენტარები