უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თქმით, ოკუპირებული ყირიმი დრონების იერიშების გამო მალე იზოლაციაში მოექცევა.
"დრონებით ყირიმის იზოლაცია მიმდინარეობს. ახლო მომავალში, როგორც ჩანს, ყირიმი "კუნძულად" გადაიქცევა და ამან შეიძლება რუსებისთვის ძალიან მოულოდნელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მეტს ვერაფერს ვიტყვი." - თქვა ფედოროვმა.
ფედოროვის თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეიძინა ასიათასობით Middle Strike-ისთვის განკუთვნილი დრონები, რომლებითაც უკრაინას რუსების მომარაგების ხაზებზე რეგულარულად მიაქვს იერიშები - 300%-ით მეტჯერ, ვიდრე 2025 წელს.
"რაც მაშინ გავაკეთეთ, ახლა მოაქვს შედეგები... ჩვენ ლოგისტიკური ლოქდაუნი გამოვაცხადეთ. ეს არის დამატებითი პირდაპირი საშუალებები ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც იყენებენ Middle Strike-ის დრონებს. შევიძინეთ ასიათასობით Middle Strike დრონები, პარალელურად გამოვყოფთ საშუალებებს ქვედანაყოფებისთვის, რომლებსაც მათი ჩქარი გამოყენება და შეძენა შეუძლიათ.
ანუ რუსებისთვის იწყება ჯოჯოხეთი, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთული იქნება. ჩვენთვის ამ შესაძლებლობისთვის განკუთვნილი ფანჯარა ღიაა. ლოგისტიკის გადაჭრა მიმდინარეობს, ყირიმის იზოლაცია მიდის. ეს აღმოსავლეთზე აისახება. არსებობს პირდაპირი კორელაცია იმას შორის, თუ რამდენად ძლიერად ვურტყამთ ლოგისტიკას და რამდენი შტურმი ხდება წინა ხაზზე." - თქვა ფედოროვმა.




