პრიგოჟინის ამბოხება

რუსეთმა პრიგოჟინის წინააღმდეგ, აჯანყებისკენ მოწოდებისთვის საქმე აღძრა

ევგენი პრიგოჟინი
Marina Moldavskaja/Kommersant/Sipa

რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა

ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებულ ბრალდებები სინამდვილეს არ შეიცავს. 

"ამ განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები“.- ვკითხულობთ განცხადებაში.

პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსული ძალები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ. 

"სარაკეტო შეტევა ვაგნერის ბანაკებზე განხორციელდა. მსხვერპლი ბევრია. თვითმხილველი მებრძოლების თქმით, დარტყმა უკნიდან მოიტანეს, ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებმა მოიტანეს". - თქვა პრიგოჟინმა. 

23 ივნისს დილით პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს და უწყებას "პრეზიდენტის მოტყუებაში" ბრალს დებდა. პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "სისხლით ბანაობენ", უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ და რუსეთის არმიაში "არავითარი კონტროლი" არ არსებობს. 

ამავე დღეს, მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაწერა განცხადება საგამოძიებო კომიტეტში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებით, რადგან ისინი "რუსი ხალხის გენოციდზე არიან პასუხისმგებელი".

კომენტარები