პრიგოჟინის ამბოხება

სუროვიკინი ვაგნერს: მოგიწოდებთ შეჩერდეთ – მტრის სასარგებლოდ თამაში არ შეიძლება

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი და რუსეთის ძალების გაერთიანებული ჯგუფის ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი ვაგნერელბს მოუწოდებს შეჩერდნენ. მისი თქმით, მტერი ახლა შიდაპოლიტიკური ვითარების გაუარესებას ელოდება.

"ჩვენი ერთი სისხლი ვართ"- ამბობს სუროვიკინი ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"მოგიწოდებთ შეჩერდეთ, მტერი მხოლოდ შიდაპოლიტიკური ვითარების გაუარესებას ელოდება. ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში მტრის სასარგებლოდ თამაში არ შეიძლება.

ჩვენ ერთი სისხლის ვართ, მებრძოლები ვართ, მტერი ქვეყანაში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება".- ამბობს სუროვიკინი. 

პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსული ძალები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ, რუსეთის უარყოფს ბრალდებებს. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კი აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა

23 ივნისს დილით პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს და უწყებას "პრეზიდენტის მოტყუებაში" ბრალს დებდა. პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "სისხლით ბანაობენ", უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ და რუსეთის არმიაში "არავითარი კონტროლი" არ არსებობს. 

ამავე დღეს, მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაწერა განცხადება საგამოძიებო კომიტეტში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებით, რადგან ისინი "რუსი ხალხის გენოციდზე არიან პასუხისმგებელი".

კომენტარები