გუშინ, 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმ ბანერების გამო დაკავებულთან დაკავშირებით კითხვაზე თბილისში აშშ-ს საელჩოს განცხადება გაიმეორა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება დაკავებულთა საქმეებს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება "ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებს".
"საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ამ საკითხზე განცხადება უკვე გაავრცელა და მათ თქვეს და ჩვენც იმავეს ვიმეორებთ, რომ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირების საკითხს, რომლებიც 2 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისას დააკავეს. მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და დემოკრატიის საფუძველი. განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან, რომელთანაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს შეუერთდეს". - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვედანტ პატელი.
ამერიკის საელჩო: ვაკვირდებით დაკავებულების საქმეებს, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია
2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. მანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის იყვნენ იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე. ადგილზე მყოფების ცნობით, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.