აქციაზე დაკავებულები

24 ნოემბერს აქციაზე დაკავებულებიდან 8 პირს პატიმრობა, ერთს კი ჯარიმა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 9 პირის პროცესი გაიმართა. 8 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა, ერთს კი - ჯარიმა შეეფარდა.

ივანიშვილის შსს მათ წვრილმან ხულიგნობას, პოლიციელის შეურაცხყოფას ან/და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

პატიმრობები შეეფარდათ

ია გაბუნიას - 7 დღით;

ლუკა ხიზაძეს - 6 დღით;

ერეკლე კოპლატაძეს - 6 დღით;

ავთანდილ მიქაძეს - 6 დღით;

დათა ქაშიაშვილს - 5 დღით;

ლადო გამყრელიძეს - 5 დღით;

ირაკლი მოდებაძეს - 5 დღით;

დავით ლომინაშვილს - 2 დღით.

გიორგი ყურულაშვილს კი - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები