საპროტესტო აქციების მონაწილეები გენერალურ პროკურატურას და ზურაბ მეთეშაშვილის საქმის პროკურორს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმართავენ.
61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი "გზის განმეორებით გადაკეტვისთვის" 2025 წლის 1-ელ ნოემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მენთეშაშვილი 62 დღეა საპატიმროში შიმშილობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მზად არიან მენთეშაშვილს თავდებში ჩაუდგნენ.
"გვინდა მივმართოთ გენერალურ პროკურატურას და ზურაბ მენთეშაშვილის საქმის პროკურორს და ვთხოვოთ მას, წინასაშობაოდ გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეუცვალოთ ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო გირაოთო" - ნათქვამია განცხადებაში.
მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2025 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა.





